პიკის საათი - 02.06.2023
პიკის საათი - 02.06.2023

1) „არ დავიწყება მოყვრისა“

„არ დავიწყება მოყვრისა“ ასე ჰქვია კონცერტს, რომელსაც ისტორიული საქართველოს, ჰერეთის მკვიდრთა მიერ დაარსებული ანსამბლი „ჰერულა“ 4 და 5 ივნისს გამართავს კახეთში.

ანსამბლის რეპერტუარი მრავალფეროვანია იმდენად, რამდენადაც მიზნად ისახავს, როგორც ჰერეთში შენახული ფოლკლორული ნიმუშების გაცოცხლებას, ისე ქართული ფოლკლორის კლასიკური ნიმუშების გაზიარებას ე.წ. საინგილოს ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეებისათვის.

რესპონდენტი: ვასილ პაპიაშვილი – ანსამბლ „ჰერულას“ ხელმძღვანელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

2) „მე ვარ ბექა დათვიანი, მაფიის ბოსი“

Tatort / „დანაშაულის ადგილი“ – ასე ჰქვია, გერმანულენოვან სერიალს, რომელიც მაყურებელს 1970 წლიდან უწყვეტად სთავაზობს ახალ-ახალ დეტექტიურ თავსატეხს.

სერიალის ახალ ეპიზოდში, სახელად „აზრა“, ქართული მაფიის ბოსის როლში ლაშა ბაქრაძე გვევლინება.

რესპონდენტი: ლაშა ბაქრაძე – ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, გერმანისტი, ჟურნალისტი, მსახიობი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) „გამაგრდით, არხოტიონნო“

3 ივნისს პირველი არხის ეთერში დოკუმენტური ფილმის „გამაგრდით არხოტიონნო“ პრემიერა შედგება.

„ყველაზე მთავარი ბიძგი ეთეროს და ამირანის მიერ მოთხრობილი ამბები იყო. უფსკრულის პირას უნდა გაიარო, წვრილ ბილიკზე, რომ ჭიმღა ნახო, მაგრამ აუცილებლად უნდა ნახო. ორი თუ სამი ციხე, რომლებიც ისე დგას, რომ არასდროს ჩაწვებიან. საქართველო-რუსეთის საზღვრიდან სულ 10-ოდე კილომეტრში ხვალ-ზეგ შესაძლოა, ის რამდენიმე კაციც აღარ დარჩეს, რომლებიც დღეს ამ საზღვარს ამაგრებენ. ჭიმღაში ერთი კაცი ცხოვრობს, ამღაში ერთი ოჯახი, ახიელაშიც ორი ან სამი. მერე რა იქნება?“, – ლია ტოკლიკიშვილი.

„ვკარგავთ ტერიტორიას, ადამიანებს, დიალექტს!… არხოტი ლექსის ქვეყანა იყო, არხოტში პატარა ბავშვიც კი ლექსად მეტყველებდა“, – ეთერ თათარაიძე.

სტუმრები: ლია ტოკლიკიშვილი – ფილმის ავტორი,

ეთერ თათარაიძე – ფოლკლორისტი; ფილმის კონსულტანტი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) „ლურჯა ცხენები“

მიკა მდინარაძის „ლურჯა ცხენების“ პრემიერა თორაძის საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ფარგლებში შედგება.

ნაწარმოების შექმნის მთავარი ინსპირაცია ახალგაზრდა ორკესტრანტები არიან. ენერგია, რომელიც მათგან მოდის გაძლიერებს და გინდა შენც გააკეთო მათთვის რამე“, – მიკა მდინარაძე.

სტუმარი: მიკა მდინარაძე –  კომპოზიტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) გოეთეს მედლის ქართველი ლაურეატი

გერმანული ენისადმი გაწეული ღვაწლისა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის ყოველწლიურად გაიცემა გოეთეს მედალი. 2023 წელს ჯილდო თბილისის კინოფესტივალის დამფუძნებელს გაგა ჩხეიძეს გადაეცემა.

რესპონდენტი: გაგა ჩხეიძე – თბილისის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი, ფილოლოგი, ხელოვნებათმცოდნე.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: