1) პრემიერა რუსთავის თეატრში
„თეთრი ჭირი“ გასული საუკუნის 30-იანი წლების ნიმუშია, რომლითაც ჩეხი ავტორი კარელ ჩაპეკი ადოლფ ჰიტლერს დაუპირისპირდა .
„შეუძლებელია ამ ნაწარმოებმა მეტაფორების გარეშე იცხოვროს. თუ ადამიანი სამყაროზე ზეგავლენის უტოპიური აზრებითაა შეპყრობილი, ეს უკურნებელი სენია და მას მხოლოდ ერთი რამ კურნავს – სიკვდილი“, – სოსო ნემსაძე.
„მარშალი“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც კარელ ჩაპეკის „თეთრი ჭირის“ მიხედვით პირველად იდგმება საქართველოში, რომელიც თითქმის საუკუნის წინ ჩინეთიდან წამოსულ პანდემიას და ომს უკავშირდება.
პრემიერა რუსთავის თეატრში 17 თებერვალს შედგება.
სტუმარი: სოსო ნემსაძე – რეჟისორი; რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
2) თბილისის ზოოპარკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი
3 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით თბილისის ზოოპარკი გთავაზობთ ახალ საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს რეალური ბიომრავალფეროვნება“
პროექტი მოიცავს ინტერაქტიური შეხვედრების (ლექციების) კურსს საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ.
თბილისის ზოოპარკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისა და სხვადასხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციის მეცნიერები თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ ახალგაზრდებს – მოსწავლეებს, სტუდენტებს და მასწავლებლებს.
სტუმრები: ირმა ბოჭორიშვილი – თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი;
გიორგი იანქოშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკოლოგიის ინსტიტუტი, მკვლევარი, დოქტორანტი.
3) „ბავშვები მწერალთა სახლში“
მწერალი, რომელიც მკითხველს მუდმივად უშუალოდ ხვდება.
მწერალი, რომელსაც ბავშვების წრფელი დამოკიდებულება შემოქმედებითი ენერგიით ავსებს.
მწერალი, რომელთანაც ერთგული მკითხველი კავშირს ვერ წყვეტს.
2 თებერვლიდან მწერალთა სახლში პროექტი „ბავშვები მწერალთა სახლში“ განახლდება.
სტუმარი: ვასო გულეური – საბავშვო მწერალი.
წამყავნი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: