პიკის საათი - 01.11.2023
პიკის საათი - 01.11.2023

1) ისტორიის კლუბი „სამანი“ თსუ-ში

პირველ ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, თსუს პირველი კორპუსის 317 აუდიტორიაში (ზვიად გამსახურდიას სახელობის) გაიმართება ისტორიის კლუბის – „სამანის“ დაფუძნების ღონისძიება, სადაც დამფუძნებლები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ კლუბის მომავალ გეგმებს და მიზნებს.
დასწრება თავისუფალია.

სტუმარი: გიორგი გოგიშვილი – „ნიუტონის სკოლის“ ისტორიის მასწავლებელი.

 

2) თეატრი სახელოსნო 42

ახალი, გამორჩეული კონცეფციის სახელოვნებო სივრცე თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY – ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო, რომელიც 264 ადგილზეა გათვლილი პრემიერისთვის ემზადება.

რესპონდენტები: ლევან წულაძე – რეჟისორი, თეატრი სახელოსნო 42-ის დამფუძნებელი.

მსახიობები: მარიამ ღვინიანიძე, პაატა პაპუაშვილი და ნიკა კუჭავა;

თინათინ წულაძე – ქორეოგრაფი;

ნინო სურგულაძე – კოსტიუმების მხატვარი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

 

3) „პეპლის სიცოცხლე – მარადისობის ფრაგმენტი“

1 ნოემბერს, 18:00 საათზე ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ქართული აბრეშუმის შესახებ გამოფენა გაიხსნება.

„პეპლის სიცოცხლე – მარადისობის ფრაგმენტი“ – ამ სახელწოდებით გამოფენა სულ ერთ დღეს გასტანს და შემდეგ ყველა ექსპონატი საჩუქრად ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის წმინდა ალექსანდრე ოქროპირის სახელობის სკოლას გადაეცემა.

80-იანი წლების შემდეგ ქართული აბრეშუმის წარმოება შეწყდა. პირველ ნოემბერს წარმოგიდგენთ წარმოების შეჩერებამდე გამოშვებული ქსოვილებით შეიქმნილ ნამუშევრებს.

დასწრება თავისუფალია!

სტუმარი: მანანა აბზიანიძე – ანიმატორ-დიზაინერი; გამოფენის ორგანიზატორი.

 

4) რეზო კლდიაშვილის ქუთაისურ-სიმონეთური მოგზაურობა

ვარლამიშვილების კათოლიკური ოჯახისა და ოჯახის რელიქვიად  ქცეული ვიოლინოს ამბავი.

რესპონდენტი: რეზო კლდიაშვილი – ქიმიკოსი, მწერალი და დრამატურგი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

 

5) The Georgian Six-ის საგასტროლო მოგზაურობა და სამომავლო გეგმები

The Georgian Six – წევრებმა ერთმანეთი კონსერვატორიაში იპოვეს და დღეს უკვე ანსამბლის მიერ ორი სტუდიური ალბომია გამოშვებული.

ვირტუოზული სირთულეები და მუსიკალური სიღრმე მთავარი მახასიათებლებია, რითაც ჯგუფი თითქმის ყველა ქვეყნის აუდიტორიას ხიბლავს.

მათი მთავარი მიზანი ქართული მუსიკის პოპულარიზაციაა და ამას წარმატებით ახერხებენ 2014 წლიდან. ახლა-ახალ ალბომზე მუშაობენ, რომლის სახელწოდება ასე ჟღერს „დე იყოს ასე“.

რესპონდენტები: სოლომონ გოგილაშვილი – ანსამბლის ხელმძღვანელი,

ქეთევან ქართველიშვილი – სოპრანო.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: