1) რა არის UCMAS?
უნივერსალური მენტალური არითმეტიკის პროგრამა, რომელიც საქართველოს 6 ქალაქში – თბილისში, რუსთავში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და გურჯაანშია დანერგილი, მიზნად ისახავს 4-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთბის განათლების ხარისხის ამაღლებას ინოვაციური მიდგომების საშუალებით.
სტუმრები: საჰარ ჰარბი – UCMAS-ის მფლობელი საქართველოში; ანი ლომთათიძე – თარჯიმანი.
2) რაჭველი ფერმერი ბიჭის ამბავი
ცხოველებისა და ფრინველების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ბავშვობიდან ჰქონდა, ამიტომ საოჯახო მეურნეობის მართვაში უფროსებს ყოველთვის ეხმარებოდა. მერე გადაწყვიტა დამოუკიდებლად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულიყო და ფერმა გააშენა.
16 წლის ნიკოლოზ სანთელაძე რაჭაში, სოფელ ჟოშხში ცხოვრობს და მის ფერმაში უამრავ ბატებს, მწყერებს, ინდაურებს, ციცრებს და ორი სახეობის იხვს შევხდებით.
რესპონდენტი: ნიკოლოზ სანთელაძე – ფერმერი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
3) ვანო სარაჯიშვილი – 145
„მუსიკალურ სასწავლებელში თავიდან ჩელოზე დაკვრას სწავლობდა, იმდენად უყვარდა ეს ინსტრუმენტი, რომ სადაც მიდიოდა ყველგან თან მიჰქონდა, მათ შორის საზღვარგარეთ, იტალიაშიც კი წაუღია ჩელო“.
„ვანოობა“ სიღნაღში სახალხო დღესასწაული იყო, 21-ე საუკუნეში ეს ტრადიცია, თითქოს, გაქრა. წელს კი საიუბილეო წელთან დაკავშირებით ეს დღესასწაული აღდგება“.
რესპონდენტი: მაია გელაშვილი – ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის მენეჯერი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: