მსოფლიოს ამბები – ვუჩიჩის მარცხი სერბეთში I 30.10.2026
სერბეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკური მომავალი ახალი გამოწვევების წინაშე დგას. სტუდენტურმა მოძრაობამ, რომელიც ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად ჩამოყალიბდა, საარჩევნო გამარჯვებას მიაღწია. თუმცა, ჯერ კიდევ გასარკვევია, რამდენად შეძლებენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ძალები საერთო სამთავრობო პროგრამის განხორციელებას.
რა საგარეო პოლიტიკას აირჩევს სერბეთის ახალი ხელისუფლება? გაგრძელდება თუ არა ევროკავშირსა და რუსეთს შორის ბალანსირების პოლიტიკა და რა ცვლილებებია მოსალოდნელი კოსოვოს საკითხში?
ამ თემებზე ვესაუბრეთ ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალური თეორიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, ელენა ვასილევიჩს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

