უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის მე-11 თვეს ყველაზე რთული და კრიტიკული ვითარება დონბასში, კერძოდ კი ქალაქ სოლედარშია.
ამერიკელი ექსპერტების მონაცემებით, ქალაქის დიდ ნაწილს უკვე რუსები აკონტროლებენ, თუმცა უკრაინელები აცხადებენ, რომ ბრძოლა გრძელდება. კიევში იმასაც არ გამორიცხავენ, რომ 24 თებერვალს, ომის დაწყების წლისთავზე, მოსკოვი ვაბანკზე წავიდეს.
უკრაინაში 11 თვის განმავლობაში მიმდინარე ომზე, ასევე ამ ომის შედეგებსა და მოსალოდნელ ბრძოლებზე, ვესაუბრეთ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილ მეთაურს, გენერალ ბენ ჰოჯესს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: