მსოფლიოს ამბები - უკრაინა რუსეთის შეჭრის ზღვარზე
მსოფლიოს ამბები - უკრაინა რუსეთის შეჭრის ზღვარზე

უკრაინის საზღვრებთან კვლავაც მობილიზებულია 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე. ამ ფონზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულმა განცხადება, რომელშიც ის უკრაინაში ე.წ. მცირე შეჭრას არ გამორიცხავს კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებშიც დაბნეულობა გამოწვია.

მოგვიანებით, ბაიდენს განმარტების გაკეთებაც მოუწია. მან თქვა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შენაერთის მეირ უკრაინის საზღვრების გადაკვეთა იქნება შეჭრა, რასაც მოჰყვება ეკონომიკური შედეგები. თუმცა, რამდენად შეაჩერებს ეს რუსეთის მორიგ აგრესიას, უცნობია.

რუსეთის და აშშ-ის მთავარი დიპლომატი დღეს ჟენევაში ხვდებიან ერთმანეთს. რუსეთ-უკრაინის თემაზე ვესაუბრეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილეს, გამოცდილ ამერიკელ დიპლომატს დენიელ ფრიდს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: