მსოფლიოს ამბები – უკრაინა ომის ზღვარზე

16:23, 24.01.2022
-0:00
  • აშშ-ის უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზების საპასუხოდ აღმოსაველთ ევროპაში ამერიკელი სამხედროების დისლოცირების გეგმას განიხილავს. პარალელურად უკრაინაში ჩავიდა სამხედრო დახმარება აშშ-იდან და დიდი ბრიტანეთიდან. კიევს საბრძლო მასალას უგზვნის ჩეხეთი. ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის უკრაინაში გაგზვანისთვის ემზადებიან ბალტიისპირეთის ქვეყნები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამისი ნებართვა უკვე გასცა. ამასთან ერთად გრძელდება დიპლომატიური მოლაპარაკებებიც. გასულ კვირას გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა, თუმცა ის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მზად არიან მოკავშირეებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესონ, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამორიცხა, მოსკოვის წინააღმდეგ პრევენციული შეზღუდვების დაწესება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

მსგავსი