მსოფლიოს ამბები - სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება I 02.06.2023
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები მოლდოვაში შეხვდნენ ერთამანეთს. ამჯერად შეხვედრა ხუთმხრივი იყო. ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მოლაპარაკებებში ჩართულები იყვნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. რამდენად ახლოს არიან სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებასთან? – ამ საკითხზე ბაქოში ვესაუბრეთ კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორ აჰმედ ალილის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: