მსოფლიოს ამბები - სომხეთ-აზერბაიჯანი საზღვრის დემარკაციის საკითხი და მედიაში პროდუქტის განთავსების წესები I 03.05.2024
სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლება სახელმწიფო საზღვრის გარკვეული ნაწილის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე შეთანხმდა. ეს პროცესი უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. მას თან ახლავს საპროტესტო აქციები.
უფრო ვრცლად ამ თემაზე ვესაუბრეთ „მოამბის“ ჟურნალისტ გივი ბარამიძეს, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს.
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საქართველოში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მთავარი თემა იყო „პროდუქტის განთავსება“. ეს გახლავთ რეკლამის ახლი ფორმა, რომელიც, ტრადიციული რეკლამისგან განსხვავებით, გადაცემაშია ინტეგრირებული.
თუ ის წესების სრული დაცვით არ ვრცელდება მაყურებლისთვის, რთულია, გაარჩიოს, რა არის რეკლამა და რა გადაცემის შინაარსი, ან წამყვანის მოსაზრება.
პროდუქტის განთავსების მიმართულებით სამაუწყებლო სარეკლამო ბაზარზე არსებულ პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ მასშტაბური კვლევა ჩაატარა და 15 ქვეყნის საერთაშორისო პრაქტიკა და მიდგომები შეისწავლა.
ამ კვლევის ავტორი, კომუნიკაციების კომისიასთან ერთად, გახლავთ ევროკავშირის მედიაექსპერტი ჟან ფრანსუა ფურნემონი, რომელსაც ამ და მედიასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: