მსოფლიოს ამბები - საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი მოლდოვაში I 25.10.2024
მსოფლიოს ამბები - საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი მოლდოვაში I 25.10.2024

მოლდოვის კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება გარდაუვალია და ეს წარმოადგენს მოლდოვის სტრატეგიულ ამოცანას. ასეთი შედეგით დასრულდა მოლდოვაში გასულ კვირას გამართული რეფერენდუმი. თუმცა საყოველთაო გამოკითხვის შედეგი არ აღმოჩნდა ისეთი დამაჯერებელი, როგორც ამას ქვეყნის პროევროპული მთავრობა ვარაუდობდა.

ევროინტეგრაციის კონსტიტუციაში ჩაწერის მომხრეებმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს. საუბარია რამდენიმე ათასს ხმაზე. ამავე დღეს მოლდოვაში გაიამართა საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა ვერცერთმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი ვერ მიიღო. შესაბამისად, დაინიშნა მეორე ტური.

3 ნოემბერს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ და სოციალისტური პარტიის კანდიდატი ალექსანდრე სტოიანოგლო.

მოლდოვაში გამართული რეფერენდუმის შედეგებს ევროკავშირის ხელმძღვანელობა მიესალმა, თუმცა როგორც ბრიუსელში განაცხადეს, არჩევნები მოდლოვაში რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ჩარევის ფონზე გაიმართა.

მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმისა და არჩევნების შედეგებზე ვესაუბრეთ მოლდოვის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ანატოლი შალარუს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: