მსოფლიოს ამბები - სადავო წყალქვეშა ნავები
 მსოფლიოს ამბები - სადავო წყალქვეშა ნავები

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ 15 სექტემბერს გააფორმეს ე.წ. უსაფრთხოების პაქტი, რომელის მიხედვითაც ეს ქვეყნები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მჭიდროდ ითანამშრომლებენ. თუმცა მთავარი მიზანი ცხადია ჩინეთის ამბიციების შეკავაბაა. პეკინში სამი ქვეყნის ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკეს. ამ შეთანხმების მთავარი პუნქტი ეხება ბირთვული რეაქტორებით აღჭურვილ წყალქვეშა ნავებს, რომელთა წარმოებისთვის აუცილებელ ტექნოლოგიას აშშ-ი ავსტრალიას გადასცემს. ამრიგად, ავსტრალია გახდება მეექვსე სახელმწიფო მსოფლიოში, რომელსაც ატომური წყალქვეშა ნავების ფლოტი ეყოლება. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ საუბარია არა ბირთვულ იარაღზე, არამედ რეაქტორზე, რომელზეც იმუშავებს წყალქვეშა ნავის ძრავი. ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ევროკავშირისა და საფრანგეთისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ავსტრალიამ ფრანგულ კომპანიასთან კონვენციური წყალქვეშა ნავების შეძენის მიზნით გაფორმებული 50 მილიარდ დოლარად შეფასებული კონტრაქტი გაწყვიტა, რამაც პარიზი განარისხა. მაკრონის დავალებით აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩებიც კი გაიწვიეს. ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდა. ამ საკითზე ვესაუბრეთ ლონდონის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის „ჩეთემ ჰაუსის“ აზია წყნარი ოკეანის პროგრამისა და დემოკრატიების დაცვის ფონდის მკვლევარს კლეო პასკალს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

 

 

დატოვე კომენტარი