მსოფლიოს ამბები - რუსული გავლენების სკანდალი ევროპარლამენტში I 26.04.2024
ევროპარლამენტი მორიგ სკანდალში გაეხვა. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 16 ევროდეპუტატი რუსეთისთვის ხელსაყრელ გზავნილებს ავრცელებდა და სავარაუდოდ ამის სანაცვლოდ ფულს იღებდა.
საუბარია ჩეხეთში მოქმედ ვებგვერდ „ევროპის ხმაზე“, რომელსაც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი აფინანსებდა. როგორც ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებიდან ირკვევა, ამ ფსევდომედიასაშუალებამ არაერთი ინტერვიუ ჩაწერა ევროდეპუტატებთან და მიზანმიმართულად ავრცელებდა რუსელ ნარატივებს.
ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ივნისის დასაწყისში ევროპის მოქალაქეები ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ემზადებიან.
ამ თემაზე ვსაუბრობთ იაკუბ კალინსკისთან, რომელიც ჰელსინკიში მდებარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპული ცენტრში მუშაობს. ის გახლავთ ჰიბრიდული გავლენის გამოვლენაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: