მსოფლიოს ამბები - რუსეთის შეტევა ხარკოვში და საპროტესტო აქციები სომხეთში I 17.05.2024
რუსეთი ხარკოვის ოლქზე შეტევას აგრძელებს. უკრაინაში აცხადებენ, რომ ვითარება რთულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.
კიევი მოუწოდებს დასავლეთს უკრაინას სასწრაფოდ გადასცეს დამატებითი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები. ამასთან უკრაინაში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედრო დახმარების მიწოდების დაჩქარებას დაპირდა.
უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ ვესაუბრებით „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროს მკვლევარ გიორგი კობერიძეს.
სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება.
მოქალაქეები აპროტესტებენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის ცალკეული მონაკვეთების დემარკაციის შესახებ შეთანხმებას და აზერბაიჯანისთვის ოთხი სოფლის გადაცემას.
ამ თემაზე ვესაუბრეთ პირველი არხის ანალიტიკოსს რეზი ქოიავას.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: