მსოფლიოს ამბები - რუსეთის ომი უკრაინაში და ჩინეთის ფაქტორი I 27.09.2024
უკრაინაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმ დახმარებაზე, რომელსაც პეკინი მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის უწევს.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის შეიარაღებაში აღმოჩენილი უცხოური კომპონენტების 60% ჩინეთის გავლით ხვდება რუსეთში. ამასთან ერთად დასავლური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა ჩინეთში დაამზადა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის გამოყენებასაც კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომში აპირებს. ამ ბრალდებას პეკინში უარყოფენ. ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ არაა ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში და მისი დარეგულირება დიპლომატიური გზით სურს.
ამასთან, ცნობილია, რომ ჩინეთი რუსეთთან თანამშრომლობას აღრმავებს, მათ შორის სამხედრო სფეროში. მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობებზე ვესაუბრეთ საგარეო პოლიტიკის ჩინელ-ავსტრალიელ ექსპერტსა და ავტორს ბობო ლოს.
მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ თბილისის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც წელს მერვედ გაიმართა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: