მსოფლიოს ამბები - ნატოს საიუბილეო სამიტი და საფრანგეთში არჩევნების მოულოდნელი შედეგი I 12.07.2024
7 ივლისს საფრანგეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ამ არჩევნების შედეგად ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატების მიღება.
ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანება“, რომლის ნომინალური ლიდერი მარინ ლე პენია და რომელსაც ბევრი გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, მესამე ადგილზე გავიდა, ყველაზე მეტი მანდატი ახალ პარლამენტში კი მემარცხენეებს ერგოთ.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომლის პოლიტიკური პარტიაც მეორე ადგილზე აღმოჩნდა, უმრავლესობის ფორმირებისკენ რესპუბლიკურ ძალებს მოუწოდა. შესაბამისად საფრანგეთის ლიდერმა უარი თქვა პრემიერ მინისტრად დაენიშნა მემარცხენე პარტიების კოალიციის „ახალი სახალხო ფრონტის“ წარმომადგენელი.
ამ ფონზე პროფკავიშირებმა უკვე დაადასტურეს რომ საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან, რომლებიც 18 ივლისს გაიმართება, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.
საფრანგეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ვესაუბრეთ საფრანაგეთის ქალაქ ანჟეს უნივერისტეტის მკვლევარს ლეტიცია ლანგლუას.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: