მსოფლიოს ამბები - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია
მსოფლიოს ამბები - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ერთი კვირაა საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. ერევანსა და ბაქოში ადასტურებენ, რომ შეტაკებებს მოჰყვა მსხვერპლი და დანაკარგი. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტს, რამდენჯერმე გაუხსნეს ცეცხლი. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა აზერბაიჯანის შამქირის, აღდამის, ბარდისა და სხვა რაიონებზეც. 1990-იანი წლებიდან კონფლიქტის ზონაში ვითარება ასეთი დაძაბული ჯერ არადროს ყოფილა. საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. ჩვენ ვესაუბრეთ პოლიტოლოგებს ერევანსა და ბაქოში. გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ ჰაიკ მარტიროსიანთან და „კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის“ მკვლევარ აჰმად ალილისთან.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: