მსოფლიოს ამბები - მობილიზაცია რუსეთში და დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე I 23.09.2022
რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრვი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის განკარგულების შემდეგ რუსეთის საზღვრებთან იმ მოქალაქეთა გრძელი რიგები დადგა, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ.
ვის ეხება სამხედრო მობილიზაცია რუსეთში და პუტინის ბრძანების რეაქციებზე გვესაუბრება მოამბის ჟურნალისტი ქეთი ჩოხელი.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია. მიუხედავად ამისა ბოლო ორი დღის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში რამდენჯერმე დაადანაშაულა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების შესახებ, აზერბაიჯანის პოზიციას გავეცნობით. ჩვენი სტუმარია კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი აჰმად ალილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: