ისრაელის ოპოზიცია ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა. შეთანხმების შესახებ ოპოზიციური ცენტრისტული პარტიის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა პრეზიდენტ რუვენ რივლინს ვადის ამოწურვამდე 35 წუთით ადრე აცნობა. ლაპიდის მთავარი პარტნიორი ნაციონალისტი ნაფტალი ბენეტია, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი როტაციის პრინციპით პირველმა უნდა დაიკავოს. ორ წელიწადში კი, პრემიერის თანამდებობაზე ის იაირ ლაპიდმა უნდა შეცვალოს. კოალიციური მთავრობის შემადგენლობა ქნესეთმა უნდა დაამტკიცოს.
ისრაელში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვესაუბრეთ პირველი არხის ანალიტიკოსს შოთა თხელიძეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: