მსოფლიოს ამბები - ირანელი გენერლის ლიკვიდაცია და თეირანის პასუხი
- ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. 27 დეკემბერს ერაყში განლაგებულ სამხედრო ბაზას თავს დაესხა შიიტური დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლა“. შედეგად გარდაიცვალა ამერიკელი კონტრაქტორი. როგორც პენტაგონში მოგვიანებით განაცხადეს, სწორედ ამ თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდნეტმა გასცა განკარგულება, რომ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის მიზნით ოპერაცია ჩატარებულიყო. 3 იანვარს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა“ არმიის ელიტური დაჯგუფების „ალ-ქუდსის“ მეთაური სოლეიმანი, ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის იერიშის შედეგად დაიღუპა. საპასუხოდ 8 იანვარს, სოლეიმანის დაკრძალვის შემდეგ, ირანმა ერაყში მდებარე სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. როგორც ირანში ამბობენ, ამ შეტევით მან შური იძია სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის. ირანის დარტყმებს აშშ-ის მხრიდან სამხედრო პასუხი არ მოჰყოლია. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მკაცრ სანქციებს დაუწესებს თეირანს. ვინ იყო ყასემ სოლეიმანი და როგორ შეიცვლება სიტუაცია ახლო აღმოსაველთში ბოლო კვირის განკავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ აღმოსაველთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გიორგი სანიკიძეს.
- ავსტრალიაში ხანძრების ჩაქრობას ვერ ახერხებენ. სტიქიის მასშტაბები უპრეცედენტოა. დამწვარია 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია. განადგურებული 2000 სახლი. ხანძრებს ემსხვერპლა 25 ადამიანი. ალმოდებული მწვანე კონტინეტის თანამგზავრით გადაღებული ფოტოებმა მთელი მსფოლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავმა ადამიანმა და მათ შორის ცნობილმა მსახიობებმა და მომღერლებმა ავსტრალიის დასახმარებლად სოლიდური თანხა გადარიცხეს. ხანძრების შედეგად ავსტრალია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დადგა. ქვეყნის ეკოსისტემა შეიძლება გამოუსწორებელი შედეგის წინაშე აღმოჩდნეს. გარემოსდამცველების შეფასებით, ხანძრების შედეგად შესაძლოა მილიარდზე მეტი ცხოველი დაიღუპოს. ამ თემაზე ჩვენ ვესაუბრეთ სიდენეის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ მეთიუ ქროუთერს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: