მსოფლიოს ამბები - ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო I 07.06.2024
მსოფლიოს ამბები - ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო I 07.06.2024

ევროპის 27 ქვეყანაში არჩევნებია. მოქალაქეები ახალი მოწვევის ევროპარლამენტს ირჩევენ. ხმის მიცემის პროცესი 6 ივნისს დაიწყო და 9 ივნისამდე გაგრძელდება.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება 300 მილიონზე მეტ ამომრჩეველს აქვს. მათ არჩევანზეა დამოკიდებული, როგორი პოლიტიკა ექნება ევროკავშირს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორციაა კლიმატის ცვლილებები, მიგრაცია, ევროკავშირის გაფართოება.

ბოლო პერიოდში ევროპაში მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიების პოპულარობა იზრდება, რაც სავარაუდოდ აისახება კიდეც ახალი მოწვევის ევროპარლამენტში. ამის შესახებ ვესაუბრეთ კვლევითი ცენტრის, „ევროპის მეგობრების“ მთავარ პრესსპიკერს, დჰარმენდრა კანანის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: