მსოფლიოს ამბები - ევროკავშირი უკრაინის დაფინანსებაზე შეთანხმდა I 02.02.2024
ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის ფინანსურის მხარდაჭერის 50 მილიარდ ევროს ღირებულების პაკეტი დაამტკიცეს.
ეს გადაწყვეტილება ევროპელმა ლიდერებმა იმ ფონზე მიიღეს, როდესაც აშშ-ის კონგრესში ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან კიევის გრძელვადიანი დაფინანსების პაკეტის მიღებაზე, ხოლო დასავლური მედია სულ უფრო ხშირად წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტზე საბრძოლო მასალის დანაკლისს განიცდიან.
ამ საკითხებზე ვესაუბრეთ „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროს მკვლევარ გიორგი კობერიძეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: