მსოფლიოს ამბები - ევაკუაცია და ტერაქტი ავღანეთში
მსოფლიოს ამბები - ევაკუაცია და ტერაქტი ავღანეთში

ავღანეთი უცხო ქვეყნის სამხედროებმა 31 აგვიტსომდე უნდა დატოვონ. ამავე დღეს შეწყდება უცხოელი მოქალაქეების ევაკუაციაც. პარალელურად ქვეყანაში ვითარება კვლავ რთული რჩება. თალიბანს ჯერ კიდევ არ ჩამოუყალიბებია მთავრობა. ქვეყნის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი კი წინააღდმეგობის მოძრაობას ქმნის, რომელიც თალიბებს უნდა დაუპირისპირდეს. ქვეყანაში ასევე არსებობს ტერორისტული ორგანზიაცია „ისლამური სახელმწიფო“ თავდასხმების საფრთხეც. რთულია მოქალაქეების ეკონომიკური მდგომაროებაც. მოქალაქეების ნაწილი კი ქაბულის აეროპორტში ევაკუაციას ელოდება. ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაყვანის საკითხზე ვეასუბრეთ ამერიკელ გადამდგარ გენერალ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილ ხელმძღვანელ ბენ ჰოჯესს, რომელიც ავღანეთშიც მსახურობდა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: