ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ძალების შესაყვანად ემზადება. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურები აცხადებენ, ოპერაცია მალე უნდა დაიწყოს.
გაერო კი ღაზის სექტორში უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ფონზე, ეგვიპტიდან დახმარების დაუყოვნებლივ ჩატანას ითხოვს.
ამასთან ერთად, რთულია ვითარება ისრაელის ჩრდილოეთში, ლიბანის საზღვარზე, საიდანაც ისრაელის ტერიტორიაზე დარტყმებს განაგრძობს მოძრაობა „ჰეზბოლა“.
ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ვესაუბრებით ილიას უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორს, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარ სიმონ გურეშიძეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: