მსოფლიოს ამბები - დავა კიევი-პეჩერის ლავრის საკითხზე, ჩინეთის მზადება ომისთვის და დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის I 31.03.2023
მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელ მსახურებმა და მრევლმა კიდევ ერთხელ არ შეუშვეა უკრაინის კულტურის სამინისტროს კომისიის წევრები კიევი-პეჩერის ლავრაში. სამონასტრო კომპლექსის გარშემო დავა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 30 მარტის განკარგულებით კიევი-პეჩერის ლავრა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა ლავრაში მყოფი მღვდელმსახურები, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ ეკლესიას წარმოადგენენ უარს ამბობენ დატოვონ კომპლექსი. ამ თემაზე ვესაუბრებით უკრაინის მართლმადიდბელი ეკლესიის მღვდელმსახურს, ლეონ გელოვანს.
გავლენიანი გამოცემა „ფორინ პოლისი“ წერს, რომ ჩინეთი ომისთვის ემზადება. ევროკავშირის ლიდერები კი პეკინში ჩასასვლელად ემზადებიან. ამ საკითხზე ვესაუბრებით ჩინეთმცოდნე შალვა ჩიხლაძეს.
სომხეთ-აზერბაიჯანის დავა ე.წ. ლაჩინის დერეფნის საკითხზე გრძელდება. ამ საკითხზე ვესაუბრებით ბაქოში მდებარე კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორ აჰმად ალილის და ერევანში მდებარე რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს ჯონი მელიქიანს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: