მსოფლიოს ამბები - დაძაბულობა სპარსეთის ყურეში და ახალი სანქციები ირანს
სპარსეთის ყურეში დაძაბულობა იზრდება. საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე მოწყობილი თავდასხმის შემდეგ, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გამკაცრების გადაწყვტილება მიიღო. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ დრონებით შეტევა ირანის ტერიტორიიდან მოაწყვეს. კვირის ბოლოს ერ რიადმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლითაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და საბადოს დაესხნენ თავს, ირანშია წარმოებული. რეგიონში შემქნილ ვითარებაზე ვესაუბრეთ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელს – გიორგი სანიკიძეს.
საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე და აშშ-ირანის ურთიერთობების დაძაბვა მთელ რეგიონზე და მსოფლიოზეც აისახა. პირველი შედეგები ბირჟებზე ნავთობის გაძვირება იყო. ვაშინგტონში კი ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციტივით გამოვიდნენ. რა შედეგები მოჰყვა დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთში ვესაუბრეთ სიმონ გურეშიძეს – ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ მკვლევარი.