მსოფლიოს ამბები - ბაიდენის წარუმატებელი დებატები და საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში I 05.07.2024
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი აღიარებს, რომ დონალდ ტრამპთან პირველ სატელევიზიო დებატებში მისი გამოსვლა წარუმატებელი იყო, თუმცა ჯო ბაიდენის თქმით, ის საპრეზიდენტო არჩევნებს არ გამოეთიშება.
ბაიდენის განცხადებით, ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატად რჩება და მის შეცვლას არავინ აპირებს. თუმცა, ამერიკული მედია წერს, რომ დემოკრატების ბანაკში ბაიდენის ჩანაცვლებაზე მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს და გადაწყვეტილება შესაძლოა, უახლოეს დღეებში იყოს მიღებული.
ამ თემაზე ვესაუბრეთ პირველი არხის ანალიტიკოსს, შოთა თხელიძეს.
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან. 7 ივლისს მილიონობით ფრანგი გააკეთებს საკუთარ არჩევანს.
როგორც ვარაუდობენ, ისევე, როგორც პირველ ტურში, გამარჯვებას ულტრამემარჯვენეები მიაღწევენ. საუბარია მარინ ლე პენის პარტია „ეროვნულ გაერთიანებაზე“.
საფრანგეთში დაგეგმილ არჩევნებზე ვესაუბრეთ „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროს მკვლევარ გიორგი კობერიძეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: