მსოფლიოს ამბები - ავიაკატასტროფა ყაზახეთში I 27.12.2024
მსოფლიოს ამბები - ავიაკატასტროფა ყაზახეთში I 27.12.2024

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ბაქო-გროზნოს მიმართულებით, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან ჩამოვარდა.

„ევრონიუსი“ და „როიტერი“ აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტა გახდა. ამავე ცნობებით, რაკეტა გროზნოს თავზე უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად იყო გაშვებული, ხოლო აფეთქება თვითმფრინავთან ახლოს მოხდა.

ამ და რეგიონისთვის მნიშვნელოვან სხვა თემებზე ბაქოში ვესაუბრეთ კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორ აჰმედ ალილის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: