მსოფლიოს ამბები - რუმინეთის „ტიკ ტოკერი“ პრეზიდენტი I 29.11.2024
მსოფლიოს ამბები - რუმინეთის „ტიკ ტოკერი“ პრეზიდენტი I 29.11.2024

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გადათვლა მოითხოვა. დავა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გარშემო მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების უმეტესობა მოულოდნელად ულტრამემარჯვენე კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ მიიღო. ჯორჯესკუ გახლავთ ევროსკეპტიკოსი და ის საარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრიტიკებდა ნატოს.

საპრეზიდენო არჩევნების შემდეგ რუმენითის ხელისუფლება საარჩევნო კამპანიაში ჩინური მობილური აპლიკაციის „ტიკ ტოკის“ როლზე ალაპარკადა. საუბარია, რომ საარჩვენოდ შექმნილი იყო უამრავი ყალბი ანგარიში, რომლის საშუალებითაც ულტრამემარჯვენე კანდიდატის პოპულარიზაცია ხდებოდა. „ტიკ ტოკის“ მიერ რუმინეთის საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევის გამოძიებას ითხოვს ქვეყნის თავდაცვის საბჭოც.

რა მოხდა რუმინეთში გამართული საპარეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში და რას ედავება რუმინეთის ხელისუფლება „ტიკ ტოკს“ ამის გარკვევას შევეცადეთ ბუქარესტის უნივერისტეტის ასოცირებულ პროფესორ კლაუდიო ტუფიშთან.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: