მსოფლიოს ამბები - საპროტესტო აქციები საქართველოში და ევროკავშირის პოზიცია, ინტერვიუ ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილ ხელმძღავნელ ნატა საბანაძესთან I 20.12.2024
მსოფლიოს ამბები - საპროტესტო აქციები საქართველოში და ევროკავშირის პოზიცია, ინტერვიუ ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილ ხელმძღავნელ ნატა საბანაძესთან I 20.12.2024

ევროკავშირის ლიდერების საბჭომ 19 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ სამიტის შემაჯამებელ განცხადებაში წუხილი გამოთქვას „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო 2028 წლამდე შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“.

როგორც ევროპელი ლიდერები ამბობენ, ისინი გმობენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსების, მედიის წარმომადგენლების მიმართ და ითხოვენ ძალადობის ყველა აქტის გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას.

მანამდე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო, მათ ვერ შეათანხმეს საქართველოს მთავრობის წევრების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესება, თუმცა შეთანხმდნენ, რომ ევროკომისია წარადგენს წინადადებას საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობებზე, ზოგადად გლობალურ კონტექსტზე, რომელიც თან ახლავს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ვესაუბრეთ ნატა საბანაძეს, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის „ჩეთემ ჰაუსის“ უფროს მკვლევარს. ნატა საბანაძე წარსულში გახლდათ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირში საქართველო მისიის ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: