მსოფლიოს ამბები - აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია
მსოფლიოს ამბები - აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს სტუმრობს. ის შეხვედრებს მართავს საქართევლოს თავდაცვის სამინისტროში, შემდეგ კი შედგება მოლაპარაკება საქართველოს პრემიერ მინისტრთან. ევროპული ტურნეს ფარგლებში ლოიდ ოსტინი ასევე ჩავა უკრაინსა და რუმინეთში, შემდეგ კი ის ბრიუსელში დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში არსებული რთული ვითარების ფონზე იმართება. დაძაბულია ურთიერთობები ირანსა და აზერბაიჯანს შორის. ამასთან ერთად რადიკალურად განსხვავებული რეალობაა შექმნილი მთიან ყარაბაღში. ამ ფონზე გრძელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის დავა. ბაქო ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნას ითხოვს, რომელმაც აზერბაიჯანი სომხეთის გავლით თურქეთთან უნდა დააკავშიროს. თავის მხრივ თეირანში აცხადებენ, რომ სომხეთთან დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო გზის გაყვანაზე ერევანთან შეთანხმება მიღწეულია. ამ ფონზე რეგიონში აშშ-ის თავდაცვის მდივანის ვიზიტის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილ მეთაურს ბენ ჰოჯესს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი