მსოფლიოს ამბები – აშშ-დანიის შეთანხმება გრენლანდიის შესახებ I 02.10.2026
გრენლანდიის გარშემო შეერთებულ შტატებსა და დანიას შორის ხანგრძლივი დაძაბულობის შემდეგ, მხარეებმა ახალი შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტი აშშ-ს გრენლანდიაში სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და სამხედრო გადაადგილებისთვის უფრო ფართო წვდომას აძლევს, ამასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს დანიის სამეფოს სუვერენიტეტს გრენლანდიაზე და გრენლანდიელი ხალხის უფლებას, თავად გადაწყვიტოს კუნძულის მომავალი.
რას ცვლის ახალი შეთანხმება, რამდენად პასუხობს ის ვაშინგტონის უსაფრთხოების ინტერესებს და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას არქტიკაში შეერთებული შტატების, რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულ კონკურენციაზე?
ამ საკითხებზე ვესაუბრებით მიკელ გუდსოეს, ორჰუსის უნივერსიტეტის მოლაპარაკებების მიმართულების საპატიო ასოცირებულ პროფესორს და სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მოლაპარაკებების მკვლევარს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

