პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა პანდემიის შემდეგ. სოციოლოგიური გამოკითხვებით, ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რომელსაც მხარს პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლონეთის ლიდერი იმყოფებოდა თეთრ სახლში, სადაც პრეზიდენტს ტრამპის მხარდაჭერა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების პირობა მიიღო. პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ვესაუბრეთ პოლონელ ჟურნალისტ, „ვიშეგრად ინსაითის“ რედაქტორ ვოიჩეხ პრჟიბილსკის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: