აია სოფიაში 86-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, მუსლიმთა პარასკევის ლოცვა შესრულდა. ლოცვაზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც მივიდა. აია სოფიას ქრისტიანული ტაძარი ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ 537 წელს ააგო. 1453 წელს, ოსმალების მიერ ბიზანტიის დაპყრობის შემდეგ, ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1934 წელს, თურქეთის პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მმართველობის დროს, აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. მიმდინარე თვის დასაწყისში თურქეთის სასამართლომ აია სოფიას მუზეუმის სტატუსი გააუქმა. ამ თემაზე ვესაუბრეთ აღმოსავლეთმცოდნე ზაურ მჭედლიშვილს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: