მსოფლიოს ამბები - ნატოს მეხუთე მუხლი, საქართველო და ევროკავშირის კრიპტოვალუტა
ნატოს გაფართოება, ბრექსითი, ვითარება უკრაინაში, რუსეთიდან მომავალი დეზინფორმაცია, საქართველოს დემოკრატიის მომავალი – ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც თბილისის საერთაშორისო კონფრენციის მონაწილეებმა გასულ კვირას თბილისში განიხლეს. საქართველოს სტუმრობდნენ ლიეტუვის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები. თბილისის საერთაშორისო კონფერენეციას აშუქებდა „მოამბის“ ჟურნალისტი მარიამ მენაბდე, რომელიც ჩვენი სტუმარია.
საფრანგეთი ევროკავშირს სახელმწიფო კრიპტოვალუტის შექმნას სთავაზობს. ამ ინიციტიავით საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჰელსინკიში გამართულ შეხვედრაზე გამოვიდა. ბრუნო ლე მერი ითხოვს რომ ევროკავშირში სოციალურ ქსელს „ფეისბუქის“ ციფრულ ვალუტა „ლიბრას“ გამოყენება შეეზღუდოს. ჩვენ ამ თემაზე ვესაუბრეთ გერმანიის განვითარების სააგენტოს სამართლებრივ მრჩეველს ექსპერტ თორნიკე დარჯანიას.