მერაბ ელიოზიშვილის გახსენება /1934-2012/

 

მწერალი და სცენარისტი მერაბ ელიოზიშვილი /მამა ელიოზი/  ქ. ცხინვალში დაიბადა 1934 წლის 19 ივნისს, თუმცა დაბადების მოწმობაში შეცდომით წერია 19 დეკემბერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1957 წელს. 1958 წლის ჟურნალ ”ცისკრის” მე-12 ნომერში გამოქვეყნდა პირველი სამი მოთხრობა. მათ შორის “ბებერი მეზურნეები”.  მისი სცენარით გადაღებულია ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი   ”თეთრი ქარავანი”  და  ”დიდი მწვანე ველი.”  მისი თხზულებებია: ”მოლოდინი” – 1961წ., ”დიდედები და შვილიშვილები” – 1964წ., ”სინოს წითელი ხარები”- 1968წ., ”ძმანო კახელნო” – 1974წ., ”კურდღლის სიმღერა” – 1987წ. და სხვა; პიესები: ”სარკე”, ”დათვები”, ”ბერიკონი”, ”არაფერი”; კინოსცენარები: ”გზები და გზაჯვარედინები”, ”დიდედები და შვილიშვილები”, ”ძროხის ქურდი”, ”დიდი მწვანე ველი”, ”დურდო გიორგობისთვის” და სხვ. მერაბ ელიოზიშვილი 15 წელზე მეტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურებდა, მას დიაკვნობაში ეწოდა მამა ელიოზი .

სტუმრები: ეთერ ელიოზიშვილი – მერაბ ელიოზიშვილის ქალიშვილი;

იური მეჩითოვი – ოჯახის მეგობარი.

წამყვანები: ეკა ტალახაძე და თამარ დადიანიძე.