"მეფე ერეკლე ინგლისურ და ირლანდიურ პრესაში"

30 მარტს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში გაიმართება პრეზენტაცია წიგნისა – „მეფე ერეკლე ინგლისურ და ირლანდიურ პრესაში“. რატომ წერენ ინგლისური გაზეთები, რომ „პატარა კახი“ ლონდონის ვულვიჩის აკადემიაში სწავლობდა, რა ვითარებაში მოუწია საქართველოს გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება და რატომ იღუპებოდნენ საეჭვო ვითარებაში თბილისიდან ევროპაში წარგზავნილი ელჩები?

სატელეფონო ჩართვა: გიორგი კალანდია – ქართველი ისტორიკოსი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.

გადაცემის წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

გადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალახაძე