შაბათს, 9 ნოემბერს 19:00 სთ-ზე
რეჟისორი – ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი – ბაკო ხვიჩია
მუსიკალური გამფორმებელი – ლეო რადიანი
მონაწილეობენ: ზურაბ ყიფშიძე, ნანა ხურითი, დათო ბერაძე.
რადიო დადგმა მიეძღვნა ჯორჯიო გომელსკის 80 წლის იუბილეს, რომელმაც “როლინგ სტოუნზი“, ერიკ კლაპტონი, “იარდბერდზი” (მომავალი „ლედ ზეპელინი“), ჯული დრისკოლი და სხვა ცნობილი მუსიკოსი თუ ჯგუფი აღმოაჩინა და რომელიც საქართველოშია დაბადებული.
სპექტაკლი ასახავს, ამერიკიდან ევროპისკენ თვითმფრინავით მომავალი მთავარი გმირის შინაგან მონოლოგს, რომელიც ასოციაციურდაა სტრუქტურიზებული. მგზავრობის ერთი ღამის განმავლობაში გომელსკის გონებაში ერთმანეთს ცვლიან მოგონებები, სიზმრები, წარსულის ანალიზი და ფიქრები მომავალზე. მის მეხსიერებაში, ცოცხლდება მომავალ ცნობილ მუსიკოსებთან შეხვედრების სცენები, რომლებთანაც ის თანამშრომლობდა. გომელსკის გმირი აგრეთვე იხსენებს იმ ფილმებს, ლიტერატურას თუ მუსიკას რომელთაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინეს და განსაზღვრეს მისი მომავალი ცხოვრება. აგრეთვე, მის ფიქრებში ამოტივტივდებიან ომის შემდგომ ევროპა, როკ მუსიკის დაბადება, ბავშვობა, 1937 წლის კომუნისტური რეპრესიები და საბჭოთა კავშირიდან გაქცევა. დაბოლოს, გომელსკის აზრებს თან სდევს ყოყმანი, საქართველოში – მისი ბავშვობის ადგილებში, შესაძლო დაბრუნების გამო.
ჩაწერილია 2014 წელს