#ლეგიონი - თბილისის დინამოს მე-17 ჩემპიონობა / ლეგიონერების წარმატებული შაბათ-კვირა
- ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისელებმა „ვიტ-ჯორჯია“ დაამარცხეს და ჩემპიონები მეჩვიდმეტედ გახდნენ.
- ქართველი ლეგიონერებისთვის გასული უქმეები წარმატებული აღმოჩნდა. გოლის გატანა საქართველოს ნაკრების 6-მა კანდიდატმა მოახერხა.
- თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მორიგი მტკივნეული მარცხი განიცადა. ბასკების ქართველი კაპიტანი კი ჩხუბისთვის მოედნიდან გააძევეს.
- საფრანგეთის ტოპ-14-ში 2 ქართული ლელო გავიდა. თავის გამოჩენა ქვეყნის ელიტარულ დივიზიონში ლექსო ყაულაშვილმა და კახა ასიეშვილმა მოახერხეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: