#ლეგიონი - შერმადინის 20 ქულა ბარსელონასთან / „ბორჯღალოსნების“ პირველი გამარჯვება / ტალახაძის 3 ოქრო
- გიორგი შერმადინმა „ბარსელონასთან“ მატჩში 20 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, თუმცა მისი „ტენერიფე“ ევროპულ გრანდთან 4 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.
- საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. ბორჯღალოსნებმა პრინციპული მეტოქე, რუმინეთის ეროვნული გუნდი დაამარცხეს და ანთიმოზ ივერიელის თასსაც დაეუფლნენ.
- მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ რომში ძალოსანთა მსოფლიო თასზე 3 ოქროს მედალი დიდი უპირატესობით მოიპოვა. ტრიუმფის შემდეგ მოპოვებული ოქროს მედლის გარდა ტალახაძემ ოლიმპიური ლიცენზიის ქულებიც დააგროვა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: