ხაზის რადიო - უცნობი კოტე მიქაბერიძე
ხაზის რადიო - უცნობი კოტე მიქაბერიძე

წიგნი ,,კოტე მიქაბერიძე“   ეფუძნება 7 000-მდე დოკუმენტს, რომლებიც 14 სხვადასხვა საჯარო, თუ პირად არქივში იყო გასნაწილებული.  გამოცემა მოიცავს კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და დუბლაჟის რეჟისორის, კოტე მიქაბერიძის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას: სტენოგრაფიულ ანგარიშებს, ოქმებს, გამოსვლებს, მოგონებებსა და სხვა.

,,დილით მივედი რადიოკომიტეტში. გავიგე ზუსტად, რომ ხვალ საღამოს, ათის თხუთმეტ წუთზე, ვკითხულობ ,,დიმიტრი თავდადებულს“ ქართულ ენაზე. ეს პოემა ძალიან მიყვარს. მივიღე საშვი ხვალინდელი დღისთვის“ – ფრაგმენტი  კოტე მიქაბერიძის დღიურიდან. 1953 წლის 22 მაისი.

სტუმარი: სოსო დუმბაძე – ავტორი წიგნისა ,,კოტე მიქაბერიძე. რედაქტორ-მთარგმნელი /გამომცემლობა ,,სა.გა.“/

სატელეფონო ჩართვა:

რეზო კვესელავა – დრამატურგი, მთარგმნელი, მსახიობი, პედაგოგი, სცენარისტი.

მაია მიქაბერიძე – ძმისშვილი