ხაზის რადიო - „საქართველოს პირველი პრემიერის - ნოე რამიშვილის მკვლელობა“
გადაცემაში საუბარია ახალ ორენოვან (ქათულ-ინგლისური) წიგნზე „საქართველოს პირველი პრემიერის – ნოე რამიშვილის მკვლელობა.“ წიგნი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სპეცოპერაცაზე მოგვითხრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ, დღემდე გაუხმაურებელ დოკუმენტებზე, პირადად ავტორის მიერ მოძიებულ ცნობებსა და ემიგრანტულ ლიტერატურაზე დაყრდნობით შეიქმნა.
სტუმრები: მიშელ რამიშვილი – ნოე რამიშვილის შვილიშვილი.
გელა სულაძე – წიგნის ავტორი, პუბლიცისტი, თადარიგის პოლკოვნიკი, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი.
კახა ჩიტაია – წიგნის მთარგმნელი.