ისტორიის პოპ გაკვეთილები - აუცილებლად მოსასმენი შარშანდელი ტრეკები / 1975წელი - ღამეები „ბუგის“ სტილში
1. კომპლექსური მუსიკა ახალი ფრანგებისაგან, ბენდი Aquaserge, საკონცერტო კომპოზიციით, C’est Pas Tout Mais.
2. პაროდია, თუ ახალი ტენდეცია ინდი როკში? ამერიკული ბენდი Rays, ზედმეტად ლაკონური სიმღერით Veterans.
3.ახალი იაპონური სენსაცია? პოპ-როკ-ჯაზ-რეპ არტისტი ჰარუ ნემური (Haru Nemuri) გასული წლის ერთ-ერთი საუკეთესო რემიქს-ტრეკით, 鳴らして
- 1975 წელი, ღამეები „ბუგის“ სტილში
7. ფრანგი კინო-კომპოზიტორი, ნაადრევად დაღუპული ფრანსუა დე რუბო (Francois de Roubaix), ტელე-გადაცემისთვის შექმნილი კომპოზიციით, Astralament Votre.
6. ვია „დიელო“, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული პოპ-ჯაზ-საესტრადო კომპოზიციით „ნიბლია“.
5. ადრეული ე.წ. „მსოფლიო მუსიკის“ შედევრი, ინდური ეთნო-ფანკ-ფსიქოდელია, ტრეკი Streets of Calcuta, ანანდა შანკარის (ananda shankar) ბენდის შესრულებით.
4. დისკო-ფანკის მწვერვალი, რომლის ჰანგების ქვეშ, თვით ქვეყნის დამაქცევარ პანკს, სიდ ვიშეზსაც კი უყვარდა ცეკვა, KC&Sunshine Band ტრეკით Get Down Tonight.
3. როკ-მეინსთრიმი, მთელი თავისი სიდიადით, „საშინელი“ ელის კუპერი (alice cooper), ოჯახური ძალადობის მამხილებელი დოკუმენტით, Only Women Bleed.
2. პროტო პანკ, პროტო პოსტ-პანკ ნაწარმოები, რომელმაც უბიძგა დევიდ ბოუის შეექმნა თავისი „გმირები“, გერმანული დუეტი Neu! საკულტო ტრეკით Hero!
1. ტრეკის ე.წ. „გაგრძელებული ვერსიის“ (extended version) პირველი რევოლუციური მცდელობა, გლორია გეინორი (gloria gaynor) უკვდავი დისკო შედევრით Reach Out (I’ll be back).