ისტორიის პოპ გაკვეთილები - ახალი მსუბუქი მუსიკა / 1955 წელი როკ-ენ-როლის დაბადება
1. იაპონური ხრიკებით გაზავებული სახალისო და ამჩატებული ელექტრონული მუსიკა, რიუიტი საკამოტოს მემკვიდრისგან serph, ტრეკით sparkle (2018).
2. ელეანორ ფრიდგერბერი (eleanor friedberger), უცნობი საბედისწერო ინდი გოგონა, „ნაცნობი“ პოსტ-ფემინისტური სიმღერით – in between stars (2018).
3. შვეიცარიული კაბარე-შანსონ კოლექტივი „მკვდარი ძმები“(the dead brothers), ლეგენდარული სერჟ გინსბურის სიმღერით „შავი პეპლები“(les papillons noirs) (2018).
როკ-ენ-როლის დაბადება
7. ბილ ჰეილი, მისი კომეტები, სინგლი rock around the clock და როკ-ენ-როლის ძლევამოსილი ლაშქრობის დასაწყისი დედამიწის ზურგზე.
6. როკ-ენ-როლის ირონიული გმირი, ნიუ-ორლეანული ფეტს დომინო, „ტრეკით“ aint that a shame.
5. ტრანცენდენტული თვისებებით დაჯილდოებული სიმღერა, ყველა დროის და ხალხის პოპ ჰიმნი „მხოლოდ შენ“(only you) ვოკალური კვინტეტის platters-ის შესრულებით.
4. პირველი ბრიტანელი პოპ გმირი, შემდეგი თაობებითვის მისაბაძი პერსონა, ლონი დონეგანი, გაბრიტანულებული ამერიკული ფოლკ სტანდარტით rock island line.
3. კაცი რომლის გარეშე, მამბო, სალსა, ჩა-ჩა-ჩა, და ა.შ. არ იქნებოდა ისეთი, როგორიც დღეს არის, უდიდესი კუბელი მუსიკოსი არსენიო როდრიგესი, კომპოზიციით piemente.
2. პოპ-რომანტიზმის მწვერვალი, სტანდარტი, რომელსაც ძნელად თუ მიუახლოვდება რამე. დუეტი rightious brothers, უკვდავი ჰიტით unchained melody.
1. რა შეიძლება ჩაეტიოს ერთ აკორდში? მთელი სამყარო, აი ისე როგორც ამას ახერხებს რიტმ-ენდ-ბლუზის გენია მადი უოტერსი, ჩვენი სიის გამარჯვებულ „ტრეკში“, Manish boy.