ილამაზ მიწიშვილი – ჰიდროგეოლოგი, მანავთობე, ცისფერყანწელთა ორდენის წარმომადგენლის – ნიკოლო მიწიშვილის შვილი იქნება “ჩვენი ქალაქის პატარა ამბების” სტუმარი. რატომ ილამაზ და რატომ მიწიშვილი, როგორ დაიჭირეს და დახვრიტეს 37-ში მამა, პოეტი ნიკოლო მიწიშვილი და რა ბედი ეწვია დედას? როგორ უვლიდა მოხუცი პაპა – კოტე ბაგრატიონი ობოლ ბავშვებს და როგორ აეწყო საბოლოოდ მათი ოჯახის ცხოვრება?