ღია სტუდია - ყველაფერი 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ I 11.09.2025
ღია სტუდია - ყველაფერი 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ I 11.09.2025

4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. სულ ასარჩევია 64 საკრებულოს 2 058 წევრი და 64 მერი. მათი მოქმედების ვადა 4 წელი იქნება.

„ქართული ოცნება“ დარწმუნებით აცხადებს, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს. მათი ეს ოპტიმიზმი უსაფუძვლო არ არის. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ბარიერგადალახული 2 პოლიტიკური პარტია არა მხოლოდ ბოიკოტს უცხადებს თვითმმართველობის არჩევნებს, არამედ თავიანთ მომხრეებსაც მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და 4 ოქტომბერს პროტესტის ნიშნად რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი იზიარებს „ქართული ოცნების“ ოპტიმიზმს. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციამ მუნიციპალიტეტების დიდ რაოდენობაში კანდიდატების დასახელება ვერ მოახერხა და არჩევნები, ფაქტობრივად, უკონკურენტო იქნება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: