სტუმარი: კონსანტინე კანდელაკი – „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე.
„წინასაარჩევნო პროცესი შედარებით მშვიდია, თუმცა განსაკუთრებით რთული ვითარებაა ზუგდიდში, სადაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას. აქ მთავარია, მშვიდად ჩატარდეს არჩევნები, თუმცა, სავარაუდოდ შესაძლოა მეორე ტურის გამართვა გახდეს საჭირო. მეორე ტური თბილსში და მარნეულშიც მოსალოდნელია. წინასაარჩევნო პროცესში ზოგგან დაძაბულობის მიზეზი ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის შეცდომები და საჯაროობის, გამჭვირვალეობის ნაკლებობა. ეს ეხება საოლქო და საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციებს.“