ღია სტუდია - წინასაარჩევნო კომპრომატები, კანდიდატთა გზავნილები და რეიტინგები
როგორია ამომრჩევლის დაკვეთა და რა პასუხი აქვთ პოლიტიკოსებს.
„ ჩვენ ვომობთ მხოლოდ კომპრომატებით და ამომრჩეველმა არ იცის, რატომ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი . ქვეყნის მეთაური, რომელსაც აქვს უნიკალური შესაძლებლობა , კონფლიქტების მოგვარების კუთხით მოლაპარაკებები აწარმოოს და ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს განათლებული მომავალი თაობის აღზრდაში“- გივი ხაჭაპურიძე
„ ჩვენ გვაქცს კომპრომატების ომი. მთავარი ოპოზიციური ძალა ცდილობს 2012 წელს გამოქვეყნებული ჩანაწერების საპირწონედ დადოს ჩანაწერები, რითაც სურს დაამტკიცოს, რომ ოცნება ნაციონალურ მოძრაობას ვერაფრით ჯობია. ნაციონალ ური მოძრაობა ცდილობს შეინარჩუნოს და თავისი ამომრჩეველი არ დაუთმოს დავით ბაქრაძეს. ამაში ფარულმა ჩანაწერებმა თავისი ფუნქცია შეასრულა. დღეს საზოგადოების დაკვეთა არის არა დაპირისპირება , არამედ ქვეყნის განვიათარება. კომპრომატების ომზე თუ უარს იყტოდნენ, შეეძლოთ დაენახვებინათ საზოგადოებისთვის , რის გაკეთებას აპირებენ. ეს ერთადერთი, დავით უსუფაშვილმა შეძლო “- გივი ხაჭაპურიძე
„ თუ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი პრეზიდენტი გახდება , პოლიტიკური ვითარება დაიძაბება. 2020 წლამდე მათი მხრიდან მუდმივად იქნება გზავნილები, რომ ისინი ხელისუფლებაში ბრუნდებიან. თუ პრეზიდენტი გახდება ზურაბიშვილი ან უსუფაშვილი, ამ შემთხვევაში მთავრობასა და პრეზიდენტს შორის თანამშრომლობა შედგება. ვაშაძის და ბაქრაძის შემთხვევაში , ეს ფაქტიურად შეუძლებელია. არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს, სავარაუდოდ, მეორე ტური გამოავლენს“ – გივი ხაჭაპურიძე
სტუმარი: გივი ხაჭაპურიძე – „პი-არ საკონსულტაციო ჯგუფის“ ხელმძღვანელი