ღია სტუდია - ტერორიზმის საფრთხესთან ბრძოლა პარტნიორობის გარეშე უშედეგოა I 28.03.2024
ღია სტუდია - ტერორიზმის საფრთხესთან ბრძოლა პარტნიორობის გარეშე უშედეგოა I 28.03.2024

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა რაოდენობამ 143 მიაღწია. სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება – რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ტერაქტის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შოსახებ 100-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ალიკა გუჩუა თვლის, რომ მოსკოვმა არ გაიზიარა დასავლეთის სპეცსამსახურების ინფორმაცია, მოსკოვში ტერაქტის შესაძლო მოწყობის შესახებ და ეს რუსული სპეცსამსახურების სერიოზული შეცდომა იყო.

„ტერორიზმის საფრთხეს ერთი სახელმწიფო დამოუკიდებლად ვერ აიცილებს. სამწუხაროდ, ტერაქტები ხდება, თუმცა, სპეცსამსახურების ახლო თანამშრომლობა ტერაქტების რაოდენობას ამცირებს ხოლმე“ – განაცხადა ალიკა გუჩუამ.

მისივე აზრით, საქართველოს უშიშროების სამსახურები საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ და მათი ეფექტურობა ასევე დასავლელ სპეცსამსახურებთან ახლო კონტაქტებით არის გამოწვეული.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: