თბილისის მეტროპოლიტენი ყველაზე მნიშვნელოვანი საქალაქო ტრანსპორტია. ის 1966 წლიდან ფუნქციონირებს და მისი სრული რეაბილიტაცია ჯერ არ მომხდარა. თბილისის მერია მეტროს რეაბილიტაციას იწყებს, რაც მაშტაბური სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. მათ შორის იგულისხმება მეტროს შემდგომი განვითარება. ამჟამად უკვე მიმდინარეობს სამგორი-ლილოს მიმართულების პროექტირება და მისი დასრულებისთანავე ახალი ხაზის მშენებლობა დაიწყება.
სტუმარი: გია ხუცურაული – დირექტორი მეტროპოლიტენის და საბაგირო გზების ექსპლუატაციის საკითხებში.